ბეტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეტონის დასხმა

ბეტონი (ფრანგ. béton), ხელოვნური ქვა, ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა, რომელიც მიიღება მჭიდა ნივთიერების, წყლის (ან სხვა ამდუღაბებლის), შემვსებისა და ზოგჯერ სპეციალური დანამატების რაციონალურად შერჩეული ნარევის დაყალიბებითა და გამყარებით. დაყალიბებაბმდე ამ ნარევს ბეტონის ნარევს უწოდებენ. იშვიათად ბეტონს ამზადებენ ამდუღაბებლის გარეშეც (მაგ., ასფალტბეტონი).

ისტორიული ცნობა[რედაქტირება]

ბეტონს ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყენებდნენ მასიური ნაგებობებისა და ისეთი კონსტრუქციების აგებისას, როგორიცაა კამარა, გუმბათი, ტრიუმფული თაღი (მჭიდა ნივთიერებად ხმარობდნენ თიხას, თაბაშირს, კირს, ასფალტს). რომის იმპერიის დაცემასთან ერთად შეწყდა ბეტონის გამოყენება. XVIII საუკუნეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კვლავ დაიწყეს ბეტონის დამზადება. მის ფართოდ გავრცელებას ხელი შეუწყო XIX საუკუნის რკინაბეტონის გამოყენებამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: