ავსტრალიის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავსტრალიის ალპები
Mount Feathertop and Razorback.jpg
კოორდინატები: 36°53′39″ ს. გ. 147°08′18″ ა. გ. / 36.89417° ს. გ. 147.13833° ა. გ. / -36.89417; 147.13833
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
უმაღლესი წერტილი კოსციუშკო
სიმაღლე 2228 
სიგრძე 400 კმ
სიგანე 150 კმ
ავსტრალიის ალპები — ავსტრალია
ავსტრალიის ალპები

ავსტრალიის ალპები (ინგლ. Australian Alps) — უმაღლესი მთათა სისტემა ავსტრალიაში. იგი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში და გადაჭიმულია ფედერალურ ტერიტორიაზე. სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიგანე 150 კმ-მდე, სიმაღლე 1700-2000 მ, მაქსიმალური — 2228 მ (მთა კოსციუშკო, კონტინენტის უმაღლესი წერტილი). ალპები ერთადერთი ადგილია ავსტრალიაში, სადაც რეგულარულად თოვს.

ავსტრალიის ალპები წარმოადგენს დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილს. სნოუის მთები, რომელიც მდებარეობს ახალ სამხრეთ უელსში, ავსტრალიის ალპების ნაწილია. ავსტრალიის ალპები დარღვეული ჰორსტული მასივია. აგებულია პალეოზოური დანალექი ქანებითა და გრანიტის ინტრუზივებით. ეტყობა მეოთხეული გამყინვარების კვალი (მორენები, კარები და პატარა მყინვარული ტბები). ჩრდილოეთ-დასავლეთ კალთებზე სათავე აქვს მდინარე მურეის. ფერდობები 1200-1300 მ-მდე შემოსილია ხშირი ტყეებით (ევკალიპტი, ხეგვიმრა), ზემოთ ტანბრეცილი ტყე, ბუჩქნარი და მდელოებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]