ხელფრთიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელფრთიანები
ღამურა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხელფრთიანები
ლათინური სახელი
Chiroptera
ქვერიგი

(იხილეთ კლასიფიკაცია)


მრავალსახეობა:19 ოჯახი, 187 გვარი, 951 სახეობა

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 179985
NCBI 9397

ხელფრთიანები ცხოველების რიგი ძუძუმწოვრების კლასისა. შეგუებულნი არიან ჰაერში ხანგრძლივად ფრენას. წინა კიდურები ფრთებად აქვთ გარდაქმნილი. თავისუფალია მხოლოდ პირველი თითი. კუდი (თუ აქვთ) მოქცეულია საფრენ აპკში. ყურები კარგადაა განვითარებული, ზოგს (ყურდიდა ღამურა-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 2 ქვერიგში: ხილიჭამია ხელფრთიანები და მწერიჭამია ხელფრთიანები. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა არქტიკული მხარეებისა და ზოგიერთი ოკეანური კუნძულებისა. საქართველოში გვხვდება 22 სახეოა, რომელთაგან 7 შეტანილია საქართვფელოს წითელ წიგნში და საყოველთაო დაცვას ექვემდებარება. ხელფრთიანების ყველაზე მეტი სახეობები ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში გვხვდება. სარჩოს საძენბელად გამოდიან საღამოს, ღამე ან დილით ადრე. დანარჩენ დროს თავდაყირა არიან ჩამოკიდებული. ჩვეულებრივ წელიწადში არიან ერთხელ მრავლდებიან. შობენ 1-2 ნაშიერს. მწერიჭამიებს მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.

კლასიფიკაცია[რედაქტირება]

ხელფრთიანები (Chiroptera) შედგება ორი ქვერიგის, 19 ოჯახის, 187 გვარისა და 951 სახეობისაგან.


ლიტერატურა[რედაქტირება]