ჯერალდტონი (ინგლ.Geraldton) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დასავლეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 31 349 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 42-ე ადგილი უკავია. ქალაქის ფართობი შეადგენს 189 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ პერტიდან დაშორებულია 424 კილომეტრით. ჯერალდტონი არის საპორტო ქალაქი, რომელიც გაშენებულია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. დაარსდა 1850 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.