ნატალი იმბრულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნატალი იმბრულია
Natalie Imbruglia Cannes.jpg
ნატალი იმბრულია კანების კინოფესტივალზე, 2008 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნატალი ჯეინ იმბრულია
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1975 (1975-02-04) (44 წლის)[1]
დაბ. ადგილი ცენტრალური ნაპირი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, ალტერნატიული როკი
საქმიანობა მომღერალი, ფოტომოდელი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1991–დღემდე (მსახიობი)
1997–დღემდე (მომღერალი)
ლეიბლ(ებ)ი
საიტი
ნატალი იმბრულია ვიკისაწყობში

ნატალი ჯეინ იმბრულია (ინგლ. Natalie Jane Imbruglia; /ɪmˈbrliə/; დ. 4 თებერვალი 1975) — ავსტრალიელი მომღერალი, ფოტომოდელი და მსახიობი.[2]

1990-იანი წლების დასაწყისში იმბრულია ცნობილი გახდა ბეთ ბრენანის როლით ავსტრალიურ სერიალში „მეზობლები“. სამი წლის შემდეგ მან დატოვა ეს გადაცემა. დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა, რომელმაც წარმატება იქონია პირველივე მცდელობით, სინგლით „Torn“ (1997).[3] იგი მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. მოგვიანებით გამოცემული ორი ალბომი White Lilies Island (2001) და Counting Down the Days (2005) ნაკლებად პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე 1997 წლის Left Of The Middle. თუმცა ამავე დროს Counting Down the Days ნატალის კარიერაში ბრიტანეთში ჩარტის სათავეებში მოხვედრილ რიგით პირველ ალბომად იქცა.

მეოთხე სტუდიური ალბომი Come to Life ნატალიმ 2009 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა. ამ ჩანაწერით განსაკუთრებულ დაინტერესებას ადგილი არ ჰქონია. ბრიტანეთში დისკი არ გამოცემულა. ამასთან, ნატალი შოუს The X Factor ავსტრალიურ ვერსიაში ჟიურის წევრად დაინიშნა. 2015 წელს მან გამოუშვა ალბომი Male.

ნატალი ცნობილია ორი კინოროლითაც. ესენია 2003 წლის „ჯონი ინგლიში„ (ლორნა კემპბელი) და 2009 წლის „საზამთროდ დახურულია“ (ელის სილვერსტონი).[4][5] 1997 წლიდან დღემდე გაყიდული აქვს 10 მილიონი ჩანაწერი და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორისაა 8 ARIA Awards,[6] ორი Brit Awards,[7] ერთი ბილბორდის მუსიკალური ჯილდო და გრემის სამი ნომინაცია.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ნატალი იმბრულია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Happy Birthday: Natalie Imbruglia, 38“, The Times, 4 თებერვალი, 2013. წაკითხვის თარიღი: 12 ოქტომბერი, 2018. 
  2. Emotional ties with actress and singer Natalie Imbruglia“, Mail Online. 
  3. Imburglia Begins Post - "Torn" Career Billboard 8 February 2002, Retrieved on 15 April Song Thorne by bernard hallez From belgium 2017
  4. Johnny English (2003). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 17 აპრილი, 2011.
  5. Closed for Winter IMDb Retrieved on 15 April 2017
  6. ARIA Award of 1998 Aria Awards Retrieved on 15 April 2017
  7. BRIT Award of 1999 Brit Awards Retrieved on 15 April 2017