ტასმანიის ზღვა
იერსახე
| ტასმანიის ზღვა | |
|---|---|
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ოკეანის აუზი | წყნარი ოკეანე |
| ტიპი | ზღვა |
| ფართობი | 2.331.000 კმ² |
| უდიდესი სიღრმე | 5200 მ |
ტასმანიის ზღვა (ინგლ. Tasman Sea) — ზღვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, გადაჭიმულია 2000 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმეა 5200 მეტრი. იგი მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვა ატარებს ჰოლანდიელი მეზღვაურის, აბელ ტასმანის სახელს, პირველი ევროპელი, რომელმაც ტასმანიასა და ახალ ზელანდიას მიაღწია. 1770-იან წლებში ტასმანიის ზღვა დაწვრილებით შეისწავლა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტასმანიის ზღვა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)