ფარფლფეხიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხოველთა პოლიფილიური ჯგუფი
სახელი
ფარფლფეხიანები
სახელის სტატუსი
მოძველებური ტაქსონომიური სახელი
სამეცნიერო სახელი
Pinnipedia
მშობლიური ტაქსონი
მტაცებლები
ოჯახები
სურათები ვიკისაწყობში
Pinnipedia ვიკისახეობებში

ფარფლფეხიანები (ლათ. Pinnipedia) — წყლის ძუძუმწოვრების ჯგუფი. მათი სხეული თითისტარისებურია. უმეტესობა შემოსილია უხეში ფაცახით. თივთიკი არა აქვთ. კუდი მოკლეა. ხუთთითიანი კიდურები ფარფლებადაა გარდაქმნილი. ზოგის კანქვეშა ცხიმის სისქე 8 სმ აღწევს. აქვთ 18-იდან (მორჟები) 38-მდე (ყურებიანი სელაპები) კბილი, მძლავრი ეშვები, კარგად განვითარებული თავის ტვინი. ფარფლფეხიანები წყალში კარგად ხედავენ, გრძნობენ ბგერებსა და სუნს. ნესტოები იხსნება მხოლოდ ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის დროს. ფარფლფეხიანებს ხანგრძლივად შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა. წყალში საკმაოდ სწრაფად, ხოლო ხმელეთზე მოუხეშავად მოძრაობენ. იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით და სხვა. ყვინთვის დროს პულსი კლებულობს (წუთში 55—180-იდან 4—15-მდე). სხეულის ტემპერატურაა 36—37°C. ფარფლფეხიანები უფრო მეტ დროს წყალში ატარებენ, დროდადრო ზედაპირზე ამოტივტივდებიან ან ნაპირზე გამოდიან დასასვენებლად. განსაკუთრებით გამრავლების დროს, დედალი სელაპები, ზღვის კატები და ზოგიერთი სხვა ფარფლფეხიანები სქესობრივად მწიფდებიან 3 წლისა, მორჟი — 6 წლისა. მამლები კი ერთი წლის დაგვიანებით აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. მაკეობა გრძელდება 8—12 თვემდე. შობენ ერთ (იშვიათად ორ) ნაშიერს. რძე დაახლოებით 36—52%-მდე ცხიმს შეიცავს. ფარფლფეხიანები მეტწილად გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერი სარტყლების ზღვებში. თითო სახეობა მოიპოვება კასპიის ზღვაში, ბაიკალის, ლადოგისა და საიმის ტბებში. ფარფლფეხიანების უმრავლებობა ხროვად ცხოვრობს და ყინულოვან სანაპიროებზე ქმნის საკმაოდ ფართო საწოლარებს. ერთიანდებიან 20 გვარსა და 3 ოჯახში (მორჟისებრნი, ყურებიანი სელაპისებრნი და ნამდვილი სელაპისებრნი). მრავალ მათგანს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს თეთრმუცელა სელაპი, რომელიც ზოგჯერ შავ ზღვაში შედის და იშვიათად საქართველოს სანაპიროსთანაც გვხვდება. იგი მცირერიცხოვანი და გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა, შეტანილია „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]