შინაარსზე გადასვლა

მაკასარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკასარელი გოგონა ტრადიციულ სამოსში

მაკასარები — კუნძულ სულავესის (ინდონეზია) სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები ხალხი, რაოდენობა 1, 600 000 კაცი 1989 წლის აღწერით. მაკასარების ენა განეკუთვნება ინდონეზიურ ენებს, რელიგია — ისლამი. ანთროპოლოგიურად ეკუთვნიან სამხრეთ-მონღოლოიდურ რასას. ვარაუდობენ, რომ მაკასარები II ათასწლეულის დამდეგს გადმოსახლებულან ინდონეზიის დასავლეთ კუნძულებიდან ან კონტინენტიდან. XV საუკუნიდან უკვე ჰქონდათ სახელმწიფო. ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, თევზჭერა, ვაჭრობა.