შინაარსზე გადასვლა

სიფრიფანაფრთიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიფრიფანაფრთიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სიფრიფანაფრთიანები
ლათინური სახელი
Hymenoptera

სიფრიფანაფრთიანები (ლათ. Hymenoptera) — მწერების რიგი. ახასიათებთ სრული მეტამორფოზი. მათი სხეულის სიგრძე 0,2 მმ-იდან 6 სმ აღწევს. უმრავლესობას 2 წყვილი გამჭვირვალე სიფრიფანა ფრთა აქვს, რომელთაგან წინა წყვილს ფრენისათვის წამყვანი მნიშვნელობა აქვს. უკანა ფრთები კაუჭებით უკავშირდება წინას და ფრენისას ერთ საერთო ზედაპირს ქმნიან. ზოგი სულ უფრთოა (მუშა ჭიანჭველები). პრიმ. სიფრიფანაფრთიანების პირის აპარატი მღრღნელია, უმაღლესებისა — მღრღნელ-მწუწნავი. დედალს აქვს კვერცხსადები, რომელიც ნესტრიანთა სიფრიფანაფრთიანებში ნესტრადაა გარდაქმნილი.

სიფრიფანაფრთიანების რიგი იყოფა შემდეგ ქვერიგებად: მჯდომმუცლიანები — Symphyta (ხერხიები, ბოლორქიანები), პარაზიტული — Parasitica (მხედრები, მეკაკლიები) და ნესტრიანები — Aculeata (კრაზანები, ფუტკრები, ჭიანჭველები).

საკმაოდ ფართოდ არიან გავრცელებული საქართველოშიც. მათ შორის არის სოფლის მეურნეობის მავნებლები (პურის ჩვეულებრივი ხერხია, მსხლის ხერხია, ვაშლის ხერხია, ბლის ხერხია, ხორბლის ხერხია, ნეკერჩხლის ხტუნია ხერხია და სხვა), პარაზიტული სიფრიფანაფრთიანები, რომლებიც იკვებებიან ვაშლის ხის, მხსხლის, ციტრუსების, ატმის, ვაზისა და სხვათა მავნებლებით; მრავალი სახეობა მცენარის დამტვერავია; ფუტკრის რამდენიმე სახეობა გვაძლევს თაფლს, ცვილს, დინდგელს; ზოგი (ხერხიები, მეკაკლიები და სხვა) სოფლისა და ტყის მეურნეობის მავნებელია.