ვან-დიმენის ყურე
იერსახე
ვან-დიმენი — ყურე ნახევარკუნძულ არნემ-ლენდსა და კუნძულ მელვინს შორის, ჩრდილოეთ ავსტრალიაში. იგი უერთდება ტიმორის ზღვას დასავლეთში კლარენსის სრუტით (დარვინთან ახლოს) და არაფურის ზღვას ჩრდილოეთით დუნდასის სრუტით. იგი მოიცავს 14 000 კმ²-ს.
ვან-დიმენის ყურეში ჩაედინება შემდეგი მდინარეები: სამხრეთ ალიგატორი, აღმოსავლეთ ალიგატორი და ადელაიდა.