პანდანუსი
იერსახე
| პანდანუსი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Pandanus tectorius | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Pandanus | |||||||||||
| |||||||||||
პანდანუსი (Pandanus) — ერთლებნიან მცენარეთა გვარი პანდანუსისებრთა ოჯახისა. ხისებრი მცენარეებია. მათი დატოტვილი ღეროს სიმაღლე 10-15 მ (ზოგჯერ 25 მ) აღწევს. ღეროების ქვედა ნაწილიდან დამატებითი ფესვები გამოდის. მთავარი ღეროს ქვედა ნაწილი ზოგჯერ ხმება და მცენარე ამ ფესვებზე არის დაბჯენილი. პანდანუსის ფოთლის სიგრძეა 3-4 მ, ყვავილები შეკრებილია ტარო ან საგველასებრ ყვავილედებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანაა.
გვარი მოიცავს 600-მდე სახეობას, გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებში, უმეტესად ზღვებსა და მდინარეების ნაპირებზე, ტენიან ტყეებში. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება, ფოთლების საწნავ მასალად იხმარება. ზოგი დეკორატიულია და მოჰყავთ ოთახსა და ორანჟერეაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქსე, ტ. 7, გვ. 661, თბ., 1984