კუდქნარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუდქნარა
Lyrebird.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: Menuridae
გვარი: კუდქნარა
ლათინური სახელი
Menura

კუდქნარა, ბოლოქნარა (Menura), ფრინველების გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. ტანად დიდი ფრინველებია. გვარში 2 სახეობაა: ახალჰოლანდიური კუდქნარა (Menura novaehollandiae), რომელსაც თავისებური ფორმის ბოლო აქვს - საჭის ბუმბულებს შორის გამოირჩევა 2, რომლებიც ქნარის ფორმას აძლევენ ბოლოს; მეორე სახეობა - ალბერტის კუდქნარა (Menura alberti) - უფრო პატარაა და ბოლოც შედარებით მოკლე აქვს. კუდქნარა გავრცელებულია ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო უღრან ტყეში. ახასიათებთ ფარული ცხოვრების ნირი. მეტ დროს მიწაზე ატარებენ. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით (მწერებით, მოლუსკებით), მცენარეთა თესლით. გამრავლება იწყება აპრილიდან. დედალი აგებს დახურულ ბუდეს მიწაზე, კლდის ნაპრალში ან ხეზე. ივნის-ივლისში დებს ერთადერთ კვერცხს, რომლის სიგრძეა 6 სმ, სიგანე 4 სმ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 55, თბ., 1983