აბელ ტასმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბელ ტასმანი
პირველი და მეორე მოგზაურობის მარშრუტები

აბელ ტასმანი (ინგლ. Abel Janszoon Tasman; დ. 1603 – გ. 10 ოქტომბერი, 1659) — ჰოლანდიელი მეზღვაური, მკვლევარი და ვაჭარი. ყველაზე უკეთ ცნობილია მისი მოგზაურობებით 1642-44 წლებში გაერთიანებული ოსტ-ინდოეთის კომპანიის სამსახურში. ის ხელმძღვანელობდა პირველ ევროპულ ექსპედიციას, რომელმაც ვან-დიმენის მიწას (ამჟამად ტასმანია) და ახალ ზელანდიას მიაღწია, ასევე შენიშნა ფიჯის კუნძულები 1643 წელს. ტასმანმა, მისმა ნავიგატორმა ვისშერმა და მისმა ვაჭარმა გილსემანსმა ასევე რუკაზე დაიტანეს ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების მნიშვნელოვანი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: