ავსტრალიის დიდი ყურე
იერსახე
ავსტრალიის დიდი ყურე — მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადაჭიმულია დასავლეთის კონცხიდან (დასავლეთ ავსტრალია) სამხრეთ-აღმოსავლეთ კონცხამდე (სამხრეთი ავსტრალია), 1,160 კილომეტრის მანძილზე. ყურის ფართობი შეადგენს 1335 ათას კვ. კმ-ს. ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია ადელაიდა.
საერთაშორისო ჰიდროგრაფიის ორგანიზაციაზე დაყდნობით, იგი მიეკუთვნება ინდოეთის ოკეანის აუზს. ყურე პირველად ევროპელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს 1627 წელს, როდესაც კაპიტანი ტისენი მოგზაურობდა ავსტრალიის დასავლეთ კიდეების გასწვრივ. საზღვრები ზუსტად იქნა მონიშნული ინგლისელი მკვლევრის, კაპიტან მეთიუ ფლინდერსის მიერ, 1820 წელს. ყურის სანაპირო ზოლს ახასიათებს 60 მეტრის სიმაღლის კლდეები, სასერფინგო პლაჟები. ადგილი ასევე იდეაულურია ვეშაპის მაძიებელთათვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრალიის დიდი ყურის საჰაერო ვიდეო დაარქივებული 2011-02-19 საიტზე Wayback Machine.