დიდი წყალგამყოფი ქედი
იერსახე
დიდი წყალგამყოფი ქედი | |
---|---|
დიდი წყალგამყოფი ქედი | |
კოორდინატები: 25° ს. გ. 147° ა. გ. / 25° ს. გ. 147° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | ვიქტორიას შტატი ახალი სამხრეთი უელსი კუინზლენდი |
უმაღლესი წერტილი | კოსციუშკო |
სიმაღლე | 2228 მ |
სიგრძე | 3500 კმ |
დიდი წყალგამყოფი ქედი (ინგლ. Great Dividing Range) — მთათა სისტემა ავსტრალიაში. გადაჭიმულია ავსტრალიის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ 3500 კმ სიგრძეზე. განფენილია ვიქტორიის, ახალი სამხრეთი უელსისა და კუინზლენდის შტატების ტერიტორიებზე. ქედის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). დიდი წყალგამყოფი ქედი ჰერცინული დანაოჭებისაა. აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, დასავლეთი — დამრეცი. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის, ნახშირის, კალის, პოლიმეტალებისა და ოქროს საბადოები.