მადანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოქროს მადანი

მადანილითონის შემცველი ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი, რომლისგანაც ლითონის მოპოვება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად ხელსაყრელია. მადანს უწოდებენ, აგრეთვე, ზოგიერთ არალითონურ მინერალურ ნედლეულსაც (მაგ.: გოგირდის, გრაფიტის, ბარიტის მადანი).[1]

განარჩევენ მონომინერალურ მადანს, რომელიც ერთ მადნეულ მინერალს შეიცავს და პოლიმინერალურ მადანს, რომელიც რამდენიმე სასარგებლო და თანმხლებ (როგორც წესი ძარღვულ) მინერალს შეიცავს.[1]

სხვადასხვა საბადოთა და ლითონთა მადანში მადნეულ და ძარღვულ მინერალებს შორის რაოდენობრივი შეფარდება მნიშვნელოვნად მერყეობს. მკვიდრ ქანებში განლაგებული მადანი მკვიდრია. გადარეცხვის შედეგად - მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ დანალექებში დაგროვილი მადანი კი - ქვიშრობულია. მადნეული კომპონენტის შემცველობის მიხედვით გამოყოფენ მდიდარ და ღარიბ მადნებს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 6. თბილისი 1983. გვ: 341. სიტყვა მადანი
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: