აკვასკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აკვასკია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი გუფი
კოორდინატები 42°49′12″ ჩ. გ. 41°34′01″ ა. გ. / 42.82000° ჩ. გ. 41.56694° ა. გ. / 42.82000; 41.56694
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აკვასკია — საქართველო
აკვასკია
აკვასკია — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აკვასკია

აკვასკია[1], აკვასქია — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (გუფის თემი), მდინარე ღალიძგის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური ოჩამჩირეტყვარჩელის ხაზზე. ზღვის დონიდან 90 მ, შავი ზღვიდან 10 კმ, ოჩამჩირიდან 11 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივების ცნობით მისი ძველი ქართული სახელია ქუასკური (მეგრ. ქუა – ქვა, სკური – წყალი, ე. ი. ქვასავით ცივი წყალი). XIX საუკუნის შუა ხანებიდან ფიქსირდება წყაროებში აკვასკიას ფორმით (ფ. ზავადსკი), იხსენიება 1867 ლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში (აკვასკი). 1886 წელს აკვასკი ბესლახუბის სასოფლო საბჭოში შედიოდა, ხოლო 1930 წელს – გუფის თემში. 1930-იანი წლების დასაწყისში გუფის სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფლები აკუასკე და ზაგანი, რითაც შეიქმნა აკუასკის სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ აკუასკეში. 1954 წელს აკვასკისა და გუფის სასოფლო საბჭოები ერთ, გუფის სასოფლო საბჭოში გააერთიანეს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]