გულრიფშის მუნიციპალიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულრიფშის მუნიციპალიტეტი
Гәылрыҧшь араион
AB-Gulripshi-ka.svg
ადმინისტრაციული ცენტრი

გულრიფში

რეგიონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

სიმჭიდროვე

10.9 კაცი/კმ²

ფართობი

1835 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

19,918 (2003 წელი)

გულრიფშის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

გულრიფშის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1946 წელს გამოეყო სოხუმის რაიონს დღევანდელ საზღვრებში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთით ესაზღვრება სტავროპოლის მხარე, დასავლეთით — სოხუმის, აღმოსავლეთით — ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები. სამხრეთით აკრავს შავი ზღვა. ფართობი 1834 კმ2. რაიონული ცენტრი - დაბა გულრიფში.

ბუნება[რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება]

გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი — კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. სამხრეთ კალთაზე ვიწრო ზოლად გავრცელებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლები და კვარციტები. მდინარეების ჩხალთისა და საკენის გასწვრივი ხეობები, აგრეთვე მდინარე კოდორის ხეობის ზედა და შუა მონაკვეთი აგებულია ლიახვის თიხაფიქლებით, ჩხალთის ქედის თხემი — ბაიოსური პორფირიტებით, ხოლო სამხრეთი კალთები — ზედაიურული და ცარცული კირქვებით; მდინარეების კელასურის, ამტყელისა და ჯამპალის სათავეებში გავრცელებულია შუიურული გრანიტოიდული ინტრუზიები. გორაკ-ბორცვიაბნი ზოლის აგებულებაში მონაწილეობენ ნეოგენური კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები, მერგელები. შავიზღვისპირა დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარებით, ქვიშებით, თიხებით. გულრიფშის რაიონის წიაღისეული სიმდიდრეა ტყვია მცირე რაოდენობით, თუთია და ვერცხლი (ამტყელის, ხეცკვარის, გვანდრისა და საკენის აუზებში), კალა (ახუპაჭის მთაზე), დარიშხანი (სხაპაჭის ქედზე); არალუთონური საბადოებიდან - ბარიტი (გვანდრის და საკენის აუზებში). რაიონის ტერიტორიაზე ჩხალთის (აწგარა), საკენის, ყლიჩის და სხვა მდინარეთა ხეობებში არის მინერალური წყლები.

გულრიფშის რაიონის ოროგრაფია რთულია. მარუხის უღელტეხილიდან (2739 მ) მწვერვალ გვანდრამდე (3985 მ) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედია. უმაღლესი მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ), უღელტეხილები — მარუხი, კლუხორი, გონდრაი და სხვა. სამხრეთით მთავარი ქედის პარალელურად მიემართება ჩხალთის ქედი (მწვერვალი — 3026 მ). მდინარეებს კელასურსა და ამტყველს შორის მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მერიდიანული განშტოება — სხაპაჭის ქედი. მდინარეებს კელასურსა და კოდორს შორის, შავი ზღვის სანაპირო ხაზის გასწვრივ, გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რომლის სამხრეთით ვრცელდება შავიზღვისპირა დაბლობი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მმართველობა[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

კულტურა[რედაქტირება]

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 304-305, თბ., 1978