ნაგვალოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნაგვალოუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი ილორი
კოორდინატები 42°41′28″ ჩ. გ. 41°28′57″ ა. გ. / 42.69111° ჩ. გ. 41.48250° ა. გ. / 42.69111; 41.48250
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაგვალოუ — საქართველო
ნაგვალოუ
ნაგვალოუ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ნაგვალოუ

ნაგვალოუ — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ილორის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას. ზღვის დონიდან 5 მ, ოჩამჩირიდან 5 კმ.[1] 1930 წელს შედიოდა ილორის სასოფლო საბჭოში. ადგილობრივი ვარიანტია ნაგვალუ. სახელწოდება ქართულია, მისი ფუძე გვალა (მეგრ. მთა), რომელიც გაფორმებულია ნა- – -ო თავსართ-ბოლოსართით. გადმოცემით ნაგვალ, ე. ი. ნამთევი (მთის ზაფხულის საძოვარზე ნამყოფი) საქონლის საზამთრო საძოვარი ყოფილა. სოფელში არის უბანი საჯობა – ჯობავების ქართული გვარის სამკვიდრო.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 283.
  2. ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 119.
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-08.