ლიხნი
ვიკიპედიიდან
ლიხნი (აფხ.: Лыхны) — ისტორიული სოფელი აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, 50 მ ზღვის დონიდან, 5 კმ-ში გუდაუთიდან. სოფელი ისტორიულად აფხაზეთის მთავრების საზაფხულო რეზიდენცია იყო. აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი — X-XI საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია და ჩაჩბა-შევაშიძეების ორსართულიანი სასახლის ნანგრევები. სასახლე დაინგრა 1866 წელს რუსების მიერ სოფელში მოწყობილი ეგზეკუციისას. აბაანთას ციხე (VII ს.) მდებარეობს სოფლის განაპირას მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე.

