კუტოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კუტოლი
აფხ. Кәтол
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი კუტოლი
კოორდინატები 42°50′55″ ჩ. გ. 41°22′41″ ა. გ. / 42.84861° ჩ. გ. 41.37806° ა. გ. / 42.84861; 41.37806
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კუტოლი — საქართველო
კუტოლი
კუტოლი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კუტოლი

კუტოლი (აფხ. Кәтол) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბააქითი, ახივაა, ბზანა, თოუმიში, ქერქენი). ზღვის დონიდან 100 მ, ოჩამჩირიდან 21 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]. სოფელი „კვიტაული“ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზურ სოფელს ქართულად კვიტოული ჰქვია. მისი ძველი სახელწოდებაა — კვიტაული. სწორედ ამ ფორმით იხსენიება იგი სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის 1640 წლის სინოდიკში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავარს თავისი ახლადგარდაცვლილი მეუღლის ნესტან-დარეჯანის ცხედარი დაუკრძალავს სოფელ ქიაჩში და ორი პანაშვიდი გადაუხდია კვიტაულის სასახლეში[2].

იმავე პერიოდში, 1639-1640 წლებში მთავარ ლევან II დადიანთან ჩამოსული რუსი ელჩების — ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის დაკითხვის ოქმებში სოფელი მოხსენიებულია „Китоули“ ფორმით (რუს. Февроля во 8 день начавали в деревне в Китоуле).

სოფლის სახელწოდება კვიტაული XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც იმავე ფორმით იხმარებოდა, როგორც XVII საუკუნეში. ამას გვიმოწმებს, კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების 1862-1863 წლების ანგარიშიც, რომელშიც დამოწმებულია სოფელი კვიტაული[3].

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბოლო დრომდე ადგილობრივი მოსახლეობა სოფელს რუსულად კვიტაული (რუს. Квитаули), აფხაზები — კუტოლ (აფხ. Кәтол), ხოლო ქართველები კი — კვიტოულის სახელით მოიხსენიებდნენ. 1967 წლის 20 აპრილის დადგენილებით სოფელს ოფიციალურ სახელად დაუმკვიდრდა სოფლის აფხაზური ვარიანტი — კუტოლი//Кутол[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-07.
  2. Гамахария Дж., Гогия Б., Абхазия — Историческая область Грузии, Тбилиси, 1997, გვ. 242-243, დოკ. №88
  3. გამახარია ჯ., „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა“ (I ს. — 1921 წ.), თბ., 2005
  4. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერტორიული დაყოფა 1977 წლის 1 იანვრისათვის, თბ., 1977, გვ. 332