ეკოლოგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Vegetation-no-legend.PNG
Blue Linckia Starfish.JPG Male lion on savanna.jpg

Hawk eating prey.jpg European honey bee extracts nectar.jpg

ეკოლოგია (ბერძნ. oikos - სახლი, გარემო, და logos - შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი "ეკოლოგია" ზოგჯერ ცნების "გარემოს დაცვა" აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის "ეკოლოგია" კიდევ რამდენიმე განმარტება:

მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.

ეკოლოგიის დარგები[რედაქტირება]

ეკოლოგიის ცნებები და ტერმინები[რედაქტირება]

ანთროპოგენური ფაქტორები - ბიომასა - ბიოტიკური ფაქტორები - ბიოტოპი - ბიოცენოზი - ეკოლოგიური ნიშა - ეკოლოგიური პირამიდა - ეკოსისტემა - კონსუმენტი - ოზონის შრე - პოპულაცია - პროდუცენტი - რედუცენტი - სათბურის ეფექტი

ეკოლოგიური ორგანიზაციები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: