გალის მუნიციპალიტეტი
| გალის მუნიციპალიტეტი Гал араион |
|
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| სიმჭიდროვე |
47.9 კაცი/კმ² |
| ფართობი |
1,003 კმ2 |
| მოსახლეობის რაოდენობა |
29,287 (2003 წელი) |
გალის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, დღეისათვის ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]. კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1921 საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით აფხაზეთის სსრ-ში ჯერ გალის მაზრის, ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით. გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
[რედაქტირება] რელიეფი
გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.
[რედაქტირება] ჰავა
გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-60C, ივლისი 240C, აბსოლუტური მინიმალური — 10-120C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-360C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 00C-მდეა, ივლისის 18-200C, აბსოლუტური მინიმალური — 12-140C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-340C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან — 20C-მდეა, ივლისის 160C; აბსოლუტური მინიმალური 14,-160C, აბსოლუტური მაქსიმალური 320C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში.
[რედაქტირება] მოსახლეობა
[რედაქტირება] მმართველობა
[რედაქტირება] ეკონომიკა
[რედაქტირება] კულტურა
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება] გალის რაიონის სოფლები
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||
|
||||||||||||||
შეცდომა ციტირებაში <ref> tags exist, but no <references/> tag was found; $2