აძიუბჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აძუბჟა)
სოფელი
აძიუბჟა
აფხ. Аӡҩыбжьа

აძიუბჟის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი აძიუბჟა
კოორდინატები 42°50′43″ ჩ. გ. 41°10′38″ ა. გ. / 42.84528° ჩ. გ. 41.17722° ა. გ. / 42.84528; 41.17722
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აძიუბჟა — საქართველო
აძიუბჟა
აძიუბჟა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აძიუბჟა

აძიუბჟა[1][2], აძუბჟა[3], აძვიბჟა (აფხ. Аӡҩыбжьа́) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირას, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალდაბა, ახივაა, ბალანი, ბაღლანი, დოპოუქითი, კუდრახუქი, წყურგილი, ჯობრია). ზღვის დონიდან 40 მ, შავი ზღვიდან 5 კმ, ოჩამჩირიდან 29 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების აძიუბჟის ეკლესია მარმალაბაა[5].

სოფლიდან კოდორის მიმართულებით 3 კმ-ში მდებარეობს სალოცავი — მარმალაბაა.[წყარო არ არის მითითებული 1172 დღე]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]