ღვადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ღვადა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი ღვადა
კოორდინატები 42°54′10″ ჩ. გ. 41°26′00″ ა. გ. / 42.90278° ჩ. გ. 41.43333° ა. გ. / 42.90278; 41.43333
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღვადა — საქართველო
ღვადა
ღვადა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ღვადა

ღვადასოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე ცხენიშწყარის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბააჟვახუ, მეორე ჯირღული, ღვადაახუწა). ზღვის დონიდან 200 მ, ოჩამჩირიდან 20 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ქართული წარმოშობის სახელწოდებაა. მეგრულად „მსუქან, ნოყიერ მიწას“, „წყლისპირა ადგილს“ ნიშნავს. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ხშირად იხსენიება წყაროებში (ა. ნორდმანი). 1886 წელს იგი ჯგერდის თემში შემავალი სოფელია. 1930 წელს კვლავ იგივე თემში შედიოდა. სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის „აფხაზეთის ასსრ-ს ადმინსტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ“ დადგენილებით 1935 წლის 16 აგვისტოს ჯგერდის სასოფლოს საბჭოს გამოეყო სოფლები აბააჟვახუ, ღვადა, ჯირგული და ახუწა. შედეგად დაარსდა დღევანდელი ღვადის სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ღვადაში.[2][3][4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-15.
  2. ბ. ხორავა,  პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 130.
  3. ბ. ხორავა,  ნ. ჭანტურია, აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 130, 156, 221, 229, 243,, ISBN 978-9941-26-675-1.
  4. უახლესი ისტორიის ცენტერალური არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქმე 2894, ფურც. 11