გურჩხი
გურჩხი, სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემი).
მდებარეობს კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, მდინარე კაციკვარის (დღამშის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 250 მ, ოჩამჩირიდან 24 კმ. მოსახლეობა: 272 მცხოვრები (1989).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 316.