ტყვარჩელის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყვარჩელის რაიონი (აფხ.Тҟәарчал араион) — რაიონი სეპარატისტულ აფხაზეთში. შეიქმნა 1994 წელს ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიის ნაწილზე. ქართული კანონმდებლობის მიხედვით ასეთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული არ არსებობს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ტყვარჩელი. მოსახლეობა 2003 წლის მონაცემებით შეადგენს 14.777 კაცს (1989 წლის აღწერის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა 42.700 კაცი)[1]. დღევანდელი ეთნიკური შემადგენლობა: აფხაზები — 37,8 %, ქართველები — 55,2 %, რუსები — 4,9 %, სომხები — 0,5 %.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]