მარტვილის მუნიციპალიტეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტვილის მუნიციპალიტეტი
SZSM-martvili-ka.svg
ადმინისტრაციული ცენტრი

მარტვილი

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

დეპუტატი პარლამენტში

ნაული ჯანაშია

სიმჭიდროვე

50.7 [1] კაცი/კმ²

ფართობი

880.6 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

47333 კაცი (2006 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.5%
რუსები 0.3%
აფხაზები 0.1%[2]

მარტვილის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელით, 1921-დან სენაკის მაზრაში. 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1936-90 წლებში გეგეჭკორის რაიონი ერქვა. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით — სენაკის და აბაშის, დასავლეთით ჩხოროწყუს რაიონები.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ოდიშის დაბლობზე (სამხრეთი ნაწილი) და ეგრისის ქედის მთისწინეთში (ცენტრალური ნაწილი) და მის სამხრეთ კალთებზე (ჩრდილოეთი ნაწილი). ტერიტორია — 881 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 300 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი, რომლებიც სათავეს იღებენ ეგრისის ქედზე. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა სამშენებლო კირქვა, აგრეთვე მინერალური წყლები — ლებარდე, ჩეგოლა და სხვა.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 56 ათასი კაცი (2004წ.); სიმჭიდროვე — 49 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 77 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 76 სოფელი

მოსახლეობის ეროვნული შემადგენელობა: 1) ქართველი - 99,5 % 2) რუსი - 0,3 % 3) აფხაზები - 0,1% 4) სხვა დანარჩენი - 0,1 %

[რედაქტირება] მმართველობა

რაიონი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს, მუნიციპალიტეტს წარმოადგენს. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

  • რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ქალაქში — 1: მარტვილი;
  • რაიონის გამგებლის წარმომადგენელი — : აბედათის, ბანძის, გაჭედილის, გურძემის , დიდი ჭყონის, დოშაყის, ვედიდკარის, თამაკონის, ინჩხურის, კიწიის, კურზუს, ლეხაინდრავოს, ნაგვაზავოს, ნახუნაოს, ნაჯახაოს, სალხინოს, სერგიეთის, ტალერის, ხუნწის;
  • რაიონის გამგებლის წარმომადგენელი — 1: ონოღია.

[რედაქტირება] ეკონომიკა

ძირითადი დარგებია მეჩაიეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეაბრეშუმეობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მეხილეობა და მევენახეობა. მრეწველობა ძირითადად ემყარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს. არის ჩაის და ღვინის ქარხნები. რაიონის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

[რედაქტირება] კულტურა

რაიონში 62 სახელმწიფო და 1 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა („სხივი“), 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 21 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი

  • მარტვილის (ჭყონდიდის) სამონასტრო ანსამბლი,
  • წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია,
  • თამაკონის ციხე,
  • აბედათის ციხე-დარბაზი,
  • ნოღის ციხე
  • მარტვილის მონასტერი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი VII ს, ჩიქოვანების ეკლესია XIIს.
  • ნახარებაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია XIIს. წმ. ანტონ ჭყონდიდელის საფლავი.
  • ოფუცხოლე - დადიანების საბანაო ადგილი.
  • სოფელი გაჭედილი - მოთენას მღვიმე - ისტორიული მღვიმე, ტბა, საბანაო ადგილები.
  • სოფელი ბალდა - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია XIIIს. ბილიკი მთაში.
  • ჩანჩქერი „ჟუჟღი“ - ჩანჩქერი ხავსიან კლდეზე. მდინარე აბაშის ხეობა, ბზის ტყე.
  • „ონიორე“ - ჩანჩქერი მდინარე აბაშაზე, მდინარე აბაშის სათავე, კარვების გასაშლელი ადგილი.
  • „ტობის“ მღვიმე (სოფ. ბალდა) – 234 მ სიმაღლის „ტობის“ ჩანჩქერი, ტბები, დარბაზები.
  • სოფელი სალხინო - ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XVIII ს. დადიანების სასახლე, ისტორიული მარანი.
  • მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი).
  • წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს. გადმოსახედი ადგილები, მდ. წაჩხურუს ხეობა
  • სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

[რედაქტირება] სქოლიო


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე