ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში | |
| სიმჭიდროვე |
346.9 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
682.1 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა |
176.640 კაცი (2006 წელი) |
| ეროვნება |
ქართველები 99.3% |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზუგდიდი.
სექციების სია |
[რედაქტირება] მოსახლეობა
| სახელწოდება | ორივე სქესი | კაცი | ქალი | ეროვნება | პროცენტი |
|---|---|---|---|---|---|
| აბასთუმნის თემის ტერიტორიული ორგანო | 1674 | 796 | 878 | ||
| აბასთუმანი | 1152 | 550 | 602 | ქართველები | 99 |
| მენჯი | 202 | 98 | 104 | ქართველები | 99 |
| ხეცერა | 320 | 148 | 172 | ქართველები | 99 |
| ანაკლიის თემის ტერიტორიული ორგანო | 3331 | 1638 | 1693 | ||
| ანაკლია | 2522 | 1244 | 1278 | ქართველები | 99 |
| თიქორი | 809 | 394 | 415 | ქართველები | 99 |
| ახალი აბასთუმნის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 3755 | 1767 | 1988 | ||
| ახალი აბასთუმანი | 3755 | 1767 | 1988 | ქართველები | |
| ახალკახათის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 2037 | 968 | 1069 | ||
| ახალკახათი | 2037 | 968 | 1069 | ქართველები | |
| ახალსოფლის თემის ტერიტორიული ორგანო | 4507 | 2133 | 2374 | ||
| ახალსოფელი | 1813 | 863 | 950 | ქართველები | 99 |
| ოფაჩხაფუ | 928 | 466 | 462 | ქართველები | 99 |
| უჩაშონა | 902 | 431 | 471 | ქართველები | 99 |
| ჯუმი | 864 | 373 | 491 | ქართველები | |
| განარჯიის მუხურის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 2691 | 1326 | 1365 | ||
| განარჯიის მუხური | 2691 | 1326 | 1365 | ქართველები | 99 |
| გრიგოლიშის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 797 | 402 | 395 | ||
| გრიგოლიში | 797 | 402 | 395 | ქართველები | 99 |
| დარჩელის თემის ტერიტორიული ორგანო | 6351 | 3004 | 3347 | ||
| დარჩელი | 4932 | 2320 | 2612 | ქართველები | |
| კიროვი | 1419 | 684 | 735 | ქართველები | |
| დიდი ნეძის თემის ტერიტორიული ორგანო | 1583 | 772 | 811 | ||
| დიდი ნეძი | 435 | 208 | 227 | ქართველები | 99 |
| დიდი ნეძის კახათი | 503 | 245 | 258 | ქართველები | 99 |
| დიხაგუძუბა | 645 | 319 | 326 | ქართველები | 99 |
| ერგეტის თემის ტერიტორიული ორგანო | 1497 | 751 | 746 | ||
| ერგეტა | 956 | 475 | 481 | ქართველები | 99 |
| ცვანე | 541 | 276 | 265 | ქართველები | |
| ინგირის თემის ტერიტორიული ორგანო | 6779 | 3152 | 3627 | ||
| ინგირი | 5843 | 2715 | 3128 | ქართველები | 98 |
| ოირემე | 936 | 437 | 499 | ქართველები | 99 |
| კახათის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 5930 | 2736 | 3194 | ||
| კახათი | 5930 | 2736 | 3194 | ქართველები | 99 |
| კოკის თემის ტერიტორიული ორგანო | 2926 | 1347 | 1579 | ||
| კოკი | 2463 | 1125 | 1338 | ქართველები | |
| ხურჩა | 463 | 222 | 241 | ქართველები | |
| კორცხელის თემის ტერიტორიული ორგანო | 2644 | 1271 | 1373 | ||
| კორცხელი | 1431 | 678 | 753 | ქართველები | 99 |
| ბაში | 496 | 240 | 256 | ქართველები | |
| ნაცატუ | 717 | 353 | 364 | ქართველები | 99 |
| ნარაზენის თემის ტერიტორიული ორგანო | 3776 | 1784 | 1992 | ||
| ნარაზენი | 1662 | 780 | 882 | ქართველები | 99 |
| საბეჭვაიო | 1248 | 581 | 667 | ქართველები | 97 |
| შამადელა | 866 | 423 | 443 | ქართველები | |
| ოდიშის თემის ტერიტორიული ორგანო | 3817 | 1861 | 1956 | ||
| ოდიში | 2034 | 1005 | 1029 | ქართველები | 99 |
| საჭურღულიო | 220 | 111 | 109 | ქართველები | |
| ჩხოუში | 1563 | 745 | 818 | ქართველები | 99 |
| ორსანტიის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 4499 | 2122 | 2377 | ||
| ორსანტია | 4499 | 2122 | 2377 | ქართველები | 99 |
| ორულუს თემის ტერიტორიული ორგანო | 1788 | 880 | 908 | ||
| ორულუ | 1222 | 594 | 628 | ქართველები | |
| მოგირი | 380 | 185 | 195 | ქართველები | 99 |
| ნაჭკადუ | 186 | 101 | 85 | ქართველები | |
| ოქტომბრის თემის ტერიტორიული ორგანო | 2734 | 1298 | 1436 | ||
| ოქტომბერი | 1922 | 923 | 999 | ქართველები | 99 |
| დავითიანი | 812 | 375 | 437 | ქართველები | |
| რიყის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 3265 | 1542 | 1723 | ||
| რიყე | 3265 | 1542 | 1723 | ქართველები | |
| რუხის თემის ტერიტორიული ორგანო | 7753 | 3534 | 4219 | ||
| რუხი | 5466 | 2517 | 2949 | ქართველები | |
| ნაწულუკუ | 2287 | 1017 | 1270 | ქართველები | |
| ურთის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 1119 | 523 | 596 | ||
| ურთა | 1119 | 523 | 596 | ქართველები | 99 |
| ყულიშკარის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 1934 | 923 | 1011 | ||
| ყულიშკარი | 1934 | 923 | 1011 | ქართველები | 99 |
| შამგონის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 2653 | 1275 | 1378 | ||
| შამგონა | 2653 | 1275 | 1378 | ქართველები | 99 |
| ჩხორიის თემის ტერიტორიული ორგანო | 5253 | 2458 | 2795 | ||
| ჩხორია | 1330 | 636 | 694 | ქართველ | ი 99 |
| ზედა ეწერი | 2591 | 1208 | 1383 | ქართველები | 99 |
| ტყაია | 1332 | 614 | 718 | ქართველები | |
| ცაიშის თემის ტერიტორიული ორგანო | 3682 | 1718 | 1964 | ||
| ცაიში | 2244 | 1032 | 1212 | ქართველები | 99 |
| ჩხოუში | 427 | 215 | 212 | ქართველები | |
| ცაცხვი | 1011 | 471 | 540 | ქართველები | 99 |
| ჭაქვინჯის თემის ტერიტორიული ორგანო | 1687 | 791 | 896 | ||
| ჭაქვინჯი | 1089 | 507 | 582 | ქართველები | |
| ბაღმარანი | 598 | 284 | 314 | ქართველები | 99 |
| ჭითაწყარის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 4015 | 1886 | 2129 | ||
| ჭითაწყარი | 4015 | 1886 | 2129 | ქართველები | 99 |
| ჭკადუაშის სოფლის ტერიტორიული ორგანო | 2021 | 932 | 1089 | ||
| ჭკადუაში | 2021 | 932 | 1089 | ქართველები | 99 |
| ჯიხასკარის თემის ტერიტორიული ორგანო | 2368 | 1170 | 1198 | ||
| ჯიხასკარი | 2269 | 1122 | 1147 | ქართველები |
[რედაქტირება] ბუნება
რაიონს უჭირავს ოდიშის დაბლობი, ოდიშის პლატო და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 683 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 168 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 246 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 59 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 58 სოფელი. დიდი სოფლებია: ინგირი (5,8 ათასი), კახათი (5,9 ათასი) და რუხი (5,2 ათასი).
[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა ტერიტორიული ორგანო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებად:
- 1 ქალაქი — ზუგდიდი;
- 17 თემი — აბასთუმანი, ანაკლია, ახალსოფელი, დიდი ნეძი, ერგეტა, ინგირი, კოკი, კორცხელი, ნარაზენი, ოდიში, ორულუ, ოქტომბერი, რუხი, ჩხორია, ცაიში, ჭაქვინჯი, ჯიხაშკარი;
- 12 სოფელი — 12: ახალი აბასთუმანი, ახალკახათი, განარჯიის მუხური, გრიგოლიში, დარჩელი, კახათი, ორსანტია, რიყე, ურთა, ყულიშკარი, შამგონა, ჭითაწყარი, ჭკადუაში.
[რედაქტირება] ეკონომიკა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მთავარი როლი ეკუთვნის სუბტროპიკულ სოფლის მეურნეობას, კერძოდ მეჩაიეობას და მასზე დაფუძნებულ გადამამუშავებელ მრეწველობას. სოფლის მეურნეობის სხვა დარგებია მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა. მნიშვნელოვანი საწარმოებია ჩაის ფაბრიკები, ფაიფურის, ავეჯის და ღვინის ქარხნები, ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 80 სახელმწიფო და 3 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 4 საშუალო პროფესიული და 3 უმაღლესი სასწავლებელი (ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ზუგდიდის ფილიალი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი , 41 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
ისტორიული ძეგლებია:
- დადიანთა სასახლე ზუგდიდში
- კორცხელის ციხე,
- ცაიშის ეკლესია,
- ანაკლიის ციხე
- რუხის ციხე.
- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ამინდი ზუგდიდში (weather.boom.ge).
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
- ზუგდიდი.ge
- zugdid.ge
- ბლოგი ზუგდიდზე
|
|||||||
|
||||||||
|
|||||||||||||||||||||||||