კოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
კოკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი კოკი
კოორდინატები 42°28′49″ ჩ. გ. 41°42′24″ ა. გ. / 42.48028° ჩ. გ. 41.70667° ა. გ. / 42.48028; 41.70667
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 887[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოკი — საქართველო
კოკი
კოკი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კოკი

კოკისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კოკი, ხურჩა). მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა სანა­პიროზე.

სოფელი კოკი ზუგდიდიდან დასავლეთით შავიზღვისპირეთის მიმართულებით 15 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სოფლის ძირითადი ნაწილი მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს არის გაშენებული, ხოლო მარჯვენა ნაპირზე კოკში შემავალი პატარა სოფელი ხურჩა მდებარეობს. კოკში ენგურის ძირითადი დინების გარდა, მისგან გამომავალი ტოტები: პატარა ენგური და გაჭედილი ენგური გაედინება. სოფლის სახელწოდებაც ამ მდინარესთანაა დაკავშირებუ­ლი. სოფლის თავსა და ბოლოში ხმელეთის სიღრმეზე იჭ­რება მდინარის შენაკადები, რომელსაც მეგრელები „ნოღელას“ უწოდებენ, სწორედ ეს შენაკადები ქმნი­ან „კოკიას“, (მეგრულად კუნძული) ნიშანდობლივია, რომ სოფლის სახელწოდებაც აქედან იშვა. წყაროებში მოხსენიებულია XVI საუკუნიდან.

კოკში, სოფლის სასაფლაოსთან დგას წმინდა გიორგის სახელობის ახლად აღდგენილი ეკლესია, რომელშიც ჩაშენებულია ძველი ეკლესიის კედლის ნაწილი და ერთი მოჩუქურთმებული ქვა. ადგილობერივები ამ ეკლესიას XI საუკუნის ძეგლად მიიჩნევენ.[2]

კოკის საკრებულოში შედის პატარა კოკი, სადაც სოფელ ორსანტიის საზღავრთან, სახუბუოს უბანში, ე.წ. „გაჭედილი ენგურის“ მარჯვენა მხარეს არის ღვთისმშობლის ნასაყდარალი. ამ უბანს კადარესაც ეძახიან.[3]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 887 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 2463 1125 1338
2014[1] 887 444 443

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბიოსნია პ. ზუგდიდის რაიონის ისტორიული გეოგრაფიიდან; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები (XII -XIII), 2012/2013, თბილისი, ISSN 1987-6564, გვ. 369 - 379

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დ. ჭითანავა, ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში (თბილისი, 2010), გვ.159-160
  3. პ.ცხადაია, დასახ. ნაშრომი, გვ.169
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კოკი&oldid=4401351“-დან