ყულიშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ყულიშკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ყულიშკარი
კოორდინატები 42°30′19″ ჩ. გ. 41°58′03″ ა. გ. / 42.50528° ჩ. გ. 41.96750° ა. გ. / 42.50528; 41.96750
ადრეული სახელები ორჯონიკიძე
ცენტრის სიმაღლე 160
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1305[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყულიშკარი — საქართველო
ყულიშკარი
ყულიშკარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ყულიშკარი

ყულიშკარი (ყოფ. ორჯონიკიძე) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ყულისწყლის (ჯუმის მარცხენა შენაკადი), ზუგდიდიდან 10 კმ. სოფელში გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1305 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1934 923 1011
2014[1] 1305 645 660

ყულიშკარის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ახლოს მდებარეობს გუმბათოვანი ეკლესია.[3] ეკლესია დაახლოებით XVIII საუკუნისაა. მასში ინახებოდა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით სასწაულთმოქმედი ჯვარი. ჯვარი სვანეთიდან სამეგრელოში ჩაიტანა გლეხმა ეგნატე როგავამ, რომელიც გაექცა სვანეთის მთავარს, დადეშქელიანს და დასახლდა ყულიშკარში. როგავამ ააშენა პატარა ეკლესია და კოშკი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8394
  4. თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 199-200.