ჭკადუაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭკადუაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ჭკადუაში
კოორდინატები 42°36′26″ ჩ. გ. 41°59′58″ ა. გ. / 42.60722° ჩ. გ. 41.99944° ა. გ. / 42.60722; 41.99944
პირველი ხსენება XVIII საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 340
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1470[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭკადუაში — საქართველო
ჭკადუაში
ჭკადუაში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭკადუაში

ჭკადუაშისოფელი და კურორტი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრი, ზუგდიდიდან 18 კმ.

ჭკადუაშს ესაზღვრება დასავლეთით ზედა ეწერი და ჩხორია, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი და სამხრეთით კორცხელი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭკადუაში ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნიდან. ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა „ჭკადუ-სგან“, რაც მეგრულად ნიშნავს მჭედელს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჭკადუ (მჭედელი) ხალხით ყოფილა დასახლებული და სოფელმა მიიღო სახელწოდება - ჭკადუაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1470 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2021 932 1089
2014[1] 1470 716 754

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II