ჭანისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭანისწყალი

ჭანისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მარჯვენა შენაკადები ინწრა
მარცხენა შენაკადები აბანოსღელე
სათავე ეგრისის ქედი
42°40′55″ ჩ. გ. 42°09′35″ ა. გ. / 42.68194° ჩ. გ. 42.15972° ა. გ. / 42.68194; 42.15972
სათავის სიმაღლე 1960 მ
შესართავი ხობისწყალი
42°21′55″ ჩ. გ. 41°54′49″ ა. გ. / 42.36528° ჩ. გ. 41.91361° ა. გ. / 42.36528; 41.91361
სიგრძე 63 კმ
აუზის ფართობი 315 კმ²
მდინარის სისტემა ხობისწყალიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 14,5 მ³/წმ
ჭანისწყალი — საქართველო
ჭანისწყალი
ჭანისწყალი
ჭანისწყალი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჭანისწყალი
ჭანისწყალი
— სათავე, — შესართავი
ჭანისწყალი ვიკისაწყობში

ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე.[1] ჭანისწყლის სათავეს წარმოადგენს მდინარე წენწყარი.[2] სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში.

მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია მდინარე ინწრა, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან — მდინარე აბანოსღელე. ამ უკანასკნელის ხეობაში მდებარეობს სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი სქური.[3] ჭანისწყალის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალენჯიხა. ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სკურის ციხე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 აფხაზავა, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 382.
  2. წენწყარი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  3. უშვერიძე, გ., ჩიჩუა ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 624.