მესტიის მუნიციპალიტეტი
| მესტიის მუნიციპალიტეტი | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | |
|---|---|
| რეგიონი | |
| დეპუტატი პარლამენტში |
კანდიდ კვიციანი |
| სიმჭიდროვე |
4.7 [1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
3044.5 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა |
14.270 კაცი (2006 წელი) |
| ეროვნება |
ქართველები 99.4% |
მესტიის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის მუნიციპალიტეტი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი , ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. რაიონში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 135 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 134 სოფელი.
[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მმართველობის ტერიტორიული ორგანოებია:
- 1 დაბა — მესტია;
- 14 თემი - ბეჩო, ეცერი, იფარი, კალა ლატალი, ლახამულა, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომლიც საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.
[რედაქტირება] კულტურა
მუნიციპალიტეტში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 43 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
მესტიის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირშესანიშნავი ძეგლებია შუა საუკუნეების საკულტო, საერო და თავდაცვიტი ნაგებობები. აღსანიშნავია ადიშის, იელის, სვიფის, წვირმის, ჟაბეშის ეკლესიები, მონასტრები, სვანური კოშკები.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა
|
|||||||