ჩალაუბანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ჩალაუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ჩალაუბანი
კოორდინატები 41°38′06″ ჩ. გ. 45°49′02″ ა. გ. / 41.63500° ჩ. გ. 45.81722° ა. გ. / 41.63500; 45.81722
ადრეული სახელები ჩალამოტი, ჩალის უბანი
მოსახლეობა 1096 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 99%
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

GEO-KK-GJ.svg

Red pog.svg

ჩალაუბანი მდებარეობა კახეთის მხარე

Red pog.png

ჩალაუბანისოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 740 მეტრი, გურჯაანიდან 15 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1096 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები (მოჭრილი გორა, რცხილის სერი, ტინის სერი, გარეტყის გორა, დასაქანი). ყველა ნამოსახლარი ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნას განეკუთვნება.

სოფელი 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოხსენებულია როგორც “ჩალამოტი” (ჩალაუბანი), ხოლო მე-18 საუკუნის დიდი ქართველ მეცნიერისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის, გეოგრაფიულ ჩანაწერებში კი – როგროც “ჩალის უბანი”[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ისტორიული წყაროებით, 1812 წლის კახეთის აჯანყებაში ამ სოფლის გლეხობაც აქტიურად ყოფილა ჩართული ერთ-ერთი ბრძოლა 1812 წლის 29 ოქტომბერს ჩალაუბაში მომხდარა.

ჩალაუბნის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ.), რომელიც სოფლიდან 3-4 კმ-ის დაშორებით ტყეში დგას. აქვეა პატარა დარბაზული ეკლესია, გვიანი შუა საუკუნეებისა, ღვთისმშობლის სახელობის (განვით. შუა საუკ.) მთავარანგელოზთა (გვ. შუა ს.) ლომისის (შუა საუკუნეები), წმინდა გიორგის დარბაზული (XX ს-ის 80-წლების ბოლო) ეკლესიები, სამსართულიანი ციხე-კოშკი (XVIIს) და სხვა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ჩალაუბანი ერთ-ერთი უძველესი სოფელია, გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით.[საჭიროებს წყაროს მითითებას]


ლიტერატურა[რედაქტირება]