გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, ქალაქ გურჯაანში 1962-2008 წლებში. მდებარეობდა თავისუფლების ქუჩა №10-ში[1].

დაარსდა 1962 წელს თავად შალიკაშვილების ყოფილ მამულში. 1974 წელს მუზეუმი სხვა შენობაში გადავიდა. ინახებოდა 23 ათასამდე ექსპონატი, მ. შ. არქეოლოგიური მასალა (ქვის, ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს, ანტიკურ და ფეოდალურ ხანათა და სხვ. მასალები), ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა, ფერწერული ტილოები, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშები, ქანდაკება. სოფელ კარდანახში საბჭოთა კავშირის გმირის ვლადიმერ ბეროშვილის სახლში მუზეუმმა მოაწყო მისი ცხოვრებისა და საბრძოლო ისტორიის ამსახველი კუთხე. 2008 წელს მუზეუმი შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.[2] 2015 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის საცავის შენობა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]