ალექსანდრე I (კახეთის მეფე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალექსანდრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალექსანდრე.
ალექსანდრე I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1476
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გიორგი I
მემკვიდრე: გიორგი II
დაბ. თარიღი: 1454
გარდ. თარიღი: 1511
მეუღლე: 1.ანა ჩოლოყაშვილი
2.თინათინი
შვილები: 1.გიორგი II
2. დიმიტრი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: გიორგი I
დედა: ნესტან დარეჯანი

ალექსანდრე I (დაახლოებით დ. 1454-1456 — გ. 1511), კახეთის მეფე 1476-1511. მეფე გიორგი VIII-ის ძე. მის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექსანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას — ყოველგვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

1477, ქართლში უზუნ-ჰასანის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრძოლებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰის) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII საუკუნის დასაწყისამდე. 1483 და 1491 ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს.

ალექსანდრე I მოკლეს მისი შვილის, ავგიორგის შეთქმულების დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
  • Алексидзе Л., Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგნ.: Советский ежегодник мецдународного права, М., 1962
  • ასათიანი ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 291-292, თბ., 1975
წინამორბედი:
გიორგი I
კახეთის მეფე
1476 - 1511
შემდეგი:
გიორგი II