გურჯაანი (სოფელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
გურჯაანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი გურჯაანი
კოორდინატები 41°43′55″ ჩ. გ. 45°48′30″ ა. გ. / 41.73194° ჩ. გ. 45.80833° ა. გ. / 41.73194; 45.80833
ცენტრის სიმაღლე 440
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3738[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გურჯაანი (სოფელი) — საქართველო
გურჯაანი (სოფელი)
გურჯაანი (სოფელი) — კახეთის მხარე
გურჯაანი (სოფელი)

გურჯაანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გურჯაანი).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 440 მ-ზე, ქალაქ გურჯაანიდან დაშორებულია 2 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.

სოფელი გურჯაანი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის (1476-1511) გუჯარში, რომლის მიხედვით კახთუბანი-გურჯაანი მეფეს გადასახადისაგან გაუთავისუფლებია (კახთუბანი ამჟამად ქალაქ გურჯაანის ერთ-ერთი უბანია). გურჯაანი მოხსენიებულია ასევე ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბატონიშვილის შრომებში. ამ პერიოდში ის ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია. იოჰან გიულდენშტედტის მიხედვით XVIII ს-ის 70-იან წლებში გურჯაანი გაპარტახებული ყოფილა.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოფელში არის გვიანი შუასაუკუნეების იოანე მახარებლის, კვირაცხოვლის და ღვთისმშობლის ეკლესიები, ასევე XVIII საუკუნის მიწურულის ქაშვეთისა და მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიები. სოფლის მახლობლად მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი გურჯაანის ყველაწმინდა. სოფელში მოქმედებს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 738 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 5 213 2 393 2 820
2014[1] 3 738 1 832 1 906

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II