გიორგი გუგავა (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გუგავა
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1974 (1974-07-01) (49 წლის)
დაბადების ადგილი დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საერო უნივერსიტეტი „აჭარა“
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია საქართველოს ლეიბორისტული პარტია

გიორგი „გაგა“ გუგავა (დ. 1 ივლისი, 1974, დიდი კუხი, ხონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

1997 წელს დაამთავრა საერო უნივერსიტეტი „აჭარა“. 1997 წლიდან არის ლეიბორისტული პარტიის წევრი. 2002-2006 და 2006-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიის სიით. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]