შვედეთის აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტოკჰოლმის საფონდო ბირჟის შენობა - აკადემიის შენობა
დაგ ჰამარშელდის ფერმა რომელიც გამოიყენება აკადემიის წევრების ასარჩევად

შვედეთის აკადემია (შვედ. Svenska Akademien) — შვედეთის ერთ-ერთი სამეფო აკადემია, რომელიც დაარსდა 1786 წელს გუსტავ III-ის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის აკადემია შეიქმნა საფრანგეთის აკადემიის მაგალითზე, ის შედგება 18 წევრისგან. მისი დევიზია: „ტალანტი და გემოვნება“ (შვედ. Snille och Smak). აკადემიის პირდაპირი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს „შვედური ენის სიწმინდეს, სიძლიერეს და სიდიადეს“ („Svenska Språkets renhet, styrka och höghet“, უოლში, 1965). ამ მიზნით აკადემიის აქვეყნებს ორ ლექსიკონს.[1]

პირველი არის ერთ ტომიანი ლექსიკონი სახელად Svenska Akademiens ordlista (SAOL), ხოლო მეორე არის მრავალ ტომეული და გაკეთბულია Oxford English Dictionary-ს პრინციპით, რომელსაც ეწოდება Svenska Akademiens Ordbok (SAOB). SAOL-ის მეცამეტე გამოცემა მოხდა 1898 წელს, როდესაც დაიბეჭდა SAOB-ის პირველი ტომი. 2011 წლის მდგომარეობით მუშაობა მიმდინარეობდა სიტყვებზე რომლებიც იწყება ასო „T“-ზე.

1901 წლიდან აკადემია ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში. აკადემია ასევე გადასცემს დობლოუგის პრემიას შვედური და ნორვეგიული მხატვრული ლიტერატურის ავტორებს.[2][3]

აკადემიის შენობა ცნობილია როგორც სტოკჰოლმის საფონდო ბირჟის შენობა. თავიდან მისი ზედა სართული გამოიყენებოდა საფონდო გარიგებებისთვის ხოლო ქვედა სართულის დარბაზი ბალების მოსაწყობად. როდესაც აკადემია დაარსდა ეს იყო სტოკჰოლმში ყველაზე დიდი დარბაზი რომელიც თბებოდა და შესაძლებელი იყო ზამთარში მისი გამოყენება. ამიტომაც მეფემ მოითხოვა მისი აკადემიისთვის თხოვება. შენობის მეორე სართულის გამოყენების უფლება აკადემიამ მხოლოდ 1914 წელს მიიღო.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Walshe, Maurice O'Connell (1965). "Introduction to the Scandinavian Languages", Andre Deutsch Ltd., 1st edition, p. 57

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]