1 თებერვალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | თებერვალი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | |||
| 2013 | ||||||
1 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის 32-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 333 დღე (ნაკიან წელში - 334).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1327 : მოზარდი ედუარდ III ინგლისის მეფე გახდა.
- 1662 : ჩინელმა გენერალმა კოქსინგამ აიღო ტაივანი.
- 1790 : აშშ-ის უზენაესი სასამართლო შეიკრიბა პირველად ნიუ-იორკში.
- 1793 : საფრანგეთმა ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდს.
- 1796 : ზემო კანადის დედაქალაქი ნიუარკიდან იორკში გადაიტანეს აშშ-დან თავდასხმის შიშით.
- 1814 : ვულკან მაიონის ამოფრქვევამ ფილიპინებზე 1200 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1861 : ამერიკის სამოქალაქო ომი — ტეხასი აშშ-ს გამოეყო.
- 1884 : ოქსფორდის ინგლისურის ლექსიკონის პირველი ტომი გამოვიდა.
- 1896 : ოპერა ბოჰემის პრემიერა შედგა ტურინში.
- 1913 : მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური ნიუ-იორკის გრანდ სენტრალ სტეიშენი გაიხსნა.
- 1918 : რუსეთმა გრიგორიანული კალენდარი შემოიღო.
- 1924 : დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 1958 : ეგვიპტემ და სირიამ ჩამოაყალიბეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა, რომელმაც 1961 წლამდე იარსება.
- 1958 : გაშვებულ იქნა პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრი „ექსპლორერ–1“.
- 1979 : აიათოლა ჰომეინი 15–წლიანი ემიგრაციის შემდეგ ირანში დაბრუნდა.
- 2003 : კოსმოსური შატლი „კოლუმბია“ აფეთქდა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, რამაც შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა.
- 2005 : კანადა რიგით მეოთხე ქვეყანა გახდა, სადაც ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის ადამიანთა ქორწინება.
- 2009 : ჩოგბურთში, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- 2012 : ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდის საფეხბურთო სტადიონზე ტრაგედია დატრიალდა. დაიღუპა 79 და დაშავდა 1000-ზე მეტი კაცი.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1882 : ლუი სტეფენ სენ–ლორანი – კანადის პრემიერ–მინისტრი.
- 1894 : ჯონ ფორდი – ამერიკელი კინორეჟისორი.
- 1901 : კლარკ გეიბლი – ამერიკელი მსახიობი.
- 1931 : ბორის ელცინი – რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში.
- 1965 : სტეფანია – მონაკოს პრინცესა.
- 1969 : ნინო სალუქვაძე – ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი.
- 1969 : გაბრიელ ბატისტუტა – არგენტინელი ფეხბურთელი.
- 1987 : ჰეიზერ მორისი – ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე.
- 1994 : ჰარი სტაილზი – მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1222 : ალექსი I — ტრაპიზონის იმპერატორი
- 1750 : ბაქარი — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართლის ფაქტობრივი მეფე
- 1941 : ქეთევან ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი) — ქართველი მსახიობი
- 1957 : ფრიდრიხ პაულუსი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
- 1966 : ბასტერ კიტონი — ამერიკელი კინომსახიობი.
- 1976 : ვერნერ ჰაიზენბერგი — გერმანელი ფიზიკოსი
- 1977 : სპარტაკ ბაღაშვილი — ქართველი კინომსახიობი
- 1985 : იპოლიტე ხვიჩია — ქართველი მსახიობი.
- 1998 : ჰალდოურ კილიან ლაქსნესი — ისლანდიელი მწერალი.
- 2012 : ვისლავა შიმბორსკა — პოლონელი პოეტი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |

