| ქალაქი
ვორონეჟი
Воронеж
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
ვორონეჟი (რუს. Воро́неж) - ქალაქი დასავლეთ რუსეთში. 2002 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 848,752 ადამიანს. რუსეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით 16-ე ადგილი უკავია, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1,438 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 590.43 კმ²-ს. ვორონეჟიდან 223 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ტამბოვი, ხოლო 710 კილომეტრში მდებარეობს უკრაინის ქალაქი ლუგანსკი. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვორონეჟის ნაპირებზე. ვორონეჟის ყველაზე ცხელი თვეებია ივნისი და ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებევალი. ქალაქის ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 559 მმ-ს. ვორონეჟი არის ვორონეჟის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი ვორონეჟი დაარსდა 1585 - 1586 წლებში, მეფე თედორე I-ის მიერ. XVII საუკუნეში რუსეთის იმპერატორმა პეტრე I დიდმა დაიწყო ბრძოლა ტერიტორიის გასაფართოვებლად და აზოვის ზღვაზე გასასვლელად, ამ ბრძოლებში ქალაქი ვორონეჟი მნიშვნელობან როლს ასრულებდა.
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურმა გერმანიამ შეძლო ამ ქალაქის დაკავება, ვორონეჟიდან ხორციელდებოდა ფაშისტების შეტევა ქალაქ სტალინგრადზე.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: