ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო (ფრანგ. Jean-Marie Gustave Le Clézio; დ. 13 აპრილი. 1940, ნიცა) — ფრანგი მწერალი, რენოდოსა (1964) და ნობელის (2008) პრემიების ლაურეატი.

ლეკლეზიო დაიბადა ნიცაში ბრიტანელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში. მისი წინაპრები ბრეტანიდან მაურიტიუსზე XVIII საუკუნეში გადასახლდნენ. 8 წლის ასაკში ლეკლეზიო ოჯახთან ერთად ნიგერიაში გადასახლდა, სადაც მამამისი ბრიტანეთის არმიის ექიმად მუშაობდა.

1958-59 წლებში იგი ჯერ ბრისტოლის უნივერსიტეტში, შედეგ კი ნიცის ლიტერატურათმცოდნოების ინსტიტუტში სწავლობს. ლონდონსა და ბრისტოლში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ლეკლეზიო აშშ-ში გადადის, სადაც მასწავლებლად მუშაობს. 1967 წელს სამხედრო სამსახურში ტაილანდში გაამწესეს, თუმცა იქიდან მალევე გაიწვიეს ბავშვთა პროსტიტუციის გამო მოწყობილი საპროტესტო აქციებისთვის და მექსიკაში გააგზავნეს. 1970-74 წლებში ის ემბერე-ვაუნაანის ინდიელებთან ცხოვრობდა პანამაში.

ლეკლეზიომ მაგისტრის ხარისხი ანრი მიშოს თემაზე დაიცვა ექს-ან-პროვანსის უნივერსისტეტში 1964 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1983 წელს — პერპინიანის უნივერსიტეტისთვის მექსიკის ისტორიაზე. 1975 წლიდან დაქორწინებულია ჟემიაზე, რომელიც წარმოშობით მაროკოელია. 1990 წლიდან წყვილი ალბუკერკში, ნიუ-მექსიკო, მაურიტიუსსა და ნიცაში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]