ტომას სტერნზ ელიოტი
| ტომას სტერნზ ელიოტი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1888 |
| გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 1965 |
| საქმიანობა | პოეტი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| მიმდინარეობა | მოდერნიზმი |
|
|
|
| ხელმოწერა | |
ტომას სტერნზ ელიოტი (Thomas Stearns Eliot; დ. 26 სექტემბერი 1888 – გ. 4 იანვარი 1965), წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მოაზროვნე. დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი. XX ს. ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. 1948 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი. ელიოტი იყო ღრმად მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს სდება ანტი-სემიტიზმში. ელიოტი გახლდათ ცნობილი ამერიკელი პოეტის და ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის - ეზრა ფაუნდის თანამოაზრე.
ცხოვრება და შემოქმედება [რედაქტირება]
ელიოტი სწავლობდა სორბონის, ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1914 წ. საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 1927 წ. მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა. ამავე წელს გახდა ანგლიკანური ეკლესიის წევრი. 1928 წ. ელიოტმა შემდეგი დახასიათება მისცა თავის მსოფლმხედველობას: ”ლიტერატურაში -კლასიცისტი; პოლიტიკაში - როიალისტი; რელიგიაში - ანგლო-კათოლიკური”.
ელიოტმა უზარმაზარი კვალი დატოვა ინგლისურენოვან პოეზიაში; ავტორია XX ს. უმნიშვნელოვანსი ფილოსოფიური პოემებისა (პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა; იავარქმნილი მიწა; ოთხი კვარტეტი და ა.შ.). ელიოტი – რევოლუციური პოეტია; მან თანამედროვე ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ელეიოტმა დიდი კვალი დატოვა ლიტერატურის კრიტიკაშიც. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი კრიტიკის სკოლაზე. ელიოტი იყო მრავალი ესსეს ავტორი (მათ შორის ”მუსიკის პოეზია”). ელიოტი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის რეფორმატორია; ის იმდენად სკურპულოზურად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ დღეს ბევრი კრიტიკოსი მას კრიპტო-ფაშისტატადაც კი მიიჩნევს.
დრამატურგიაში ელიოტს აგრეთვე, დიდი დამსახურება მიუძღვის. ის რამდენიმე ცნობილი პიესის ავტორია (ბედი; მკვლელობა საკათედრო ტაძარში, ოჯახის გაერთიანება; კოქტეილის წვეულება; კონფიდენციალური კლერკი და ა.შ.).
დამსახურება და საპატიო ორდენები [რედაქტირება]
- დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენი (1948).
- საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერი (1951).
- გოეთეს პრემიის ლაურეატი (1955).
- დანტეს მედალის მფლობელი (1959).
- ხელოვნების და ლიტერატურის ორდენი (1960).
- თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (1964).
- 13 უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (ოქსფორდის, კემბრიჯის, სორბონას, ჰარვარდის და ა.შ.)
- ელიოტის გარდაცვალების შემდეგ კენტის უნივერსიტეტს კოლეჯს ეწოდა მისი სახელი.
- 1983 წ. მიენიჭა ტონის პრემია.
- დაიბეჭდა მისი სახელობის მარკები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Ackroyd, Peter. T. S. Eliot: A Life. (1984)
- Asher, Kenneth T. S. Eliot and Ideology (1995)
- Brand, Clinton A. "The Voice of This Calling: The Enduring Legacy of T. S. Eliot," Modern Age Volume 45, Number 4; Fall 2003 online edition, conservative perspective
- Bush, Ronald. T. S. Eliot: A Study in Character and Style. (1984)
სტატიის