გრაცია დელედა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაცია დელედა
Grazia Deledda 1926.jpg
დაბადების თარიღი:

27 სექტემბერი, 1871

დაბადების ადგილი:

ნუორო, იტალია

გარდაცვალების თარიღი:

15 აგვისტო, 1936 (64 წლის)

გარდაცვალების ადგილი:

რომი, იტალია

ეროვნება:

იტალიელი

საქმიანობა:

მწერალი, ნოველისტი

გრაცია დელედა (დ. 27 სექტემბერი, 1871 — გ. 15 აგვისტო, 1936) იყო იტალიელი მწერალი, რომელმაც მოიპოვა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1926 წელს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაიბადა ნუოროში, იტალიაში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მას შემდეგ, რაც დაამთავრა დაწყებითი სკოლა, განათლება მიიღო კერძო მასწავლებლისაგან.

მან პირველი ნოველები გამოაქვეყნა ჟურნალში „ლ'ულტიმა მოდა“. იგი იმავდროულად ბეჭდავდა პროზაულ ნაწარმოებესა და ლექსებს.

მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი გახლავთ Paesaggi sardi (სარდინიის მიწა), რომელიც დაბეჭდა Speirani-მ (სპირანი) 1896 წელს. 1899 წლის ოქტომბერში გრაცია შეხვდა პალმირო მადეზანის, სამხედრო მინისტრს, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. 1900 წელს მწერალი რომში მიდის. 1895 წელს იბეჭდება მისი კიდევ ერთი ნაწარმოები Anime oneste (წმინდა სულები), 1900 წელს კი Il vecchio della montagna (მთის მოხუცი შვილი). ამასთან ერთად იგი თანამშრომლობდა გაზეთ-ჟურნალებთან La Sardegna (სარდინი), Piccola rivista (მინი ჟურნალი) და Nuova Antologia (ახალი ანთოლოგია). დელედას ნამუშევრებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

1903 წელს მან დაბეჭდა Elias Portolu (ელიას პორტულო), რომლის შემდეგაც ის უკვე აღიარეს მწერლად. ამის შემდეგ იგი უკვე იწყებს ნოველებისა და სასცენო ნაწარმოებების გამოქვეყნებას: Cenere (ნაცარი - 1904), L'edera (სურო - 1908), Sino al confine (საზღვარზე - 1911), Colombo e sparvieri (მტრედი და არწივი - 1912), Canne al vento (ლერწამი ქარში - 1913), L'incendio nell'oliveto (ცეცხლი ზეითუნის კორომებში - 1918), Il Dio dei venti (1922). Cenere-ის მიხედვით გადაიღეს ფილმი ცნობილი იტალიელი მსახიობის, ელეონორა დუზის, მონაწილოებით.

გრაცია დელედა გარდაიცვალა რომში 64 წლის ასაკში.

[რედაქტირება] შემოქმედება

დელედას მთელი შემოქმედება დაფუძნებულია სიყვარულზე, ტკივილსა და სიკვდილზე. მის ნაშრომებში შეიძლება ამოვიცნოთ ჯოვანი ვერგას ვერიზმის გავლენა და გაბრიელ დ'ანუზიოს დეკადენტიზმი.

დელედას ნოველებში ასახულია ხალხის სოციალური მდგომარეობა და მათი გრძნობები.

[რედაქტირება] მთავარი ნაშრომები

ქმარ-შვილთან ერთად, რომი, 1905

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. 1.0 1.1 გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე