კნუტ ჰამსუნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კნუტ ჰამსუნი (31 წლის ასაკში)

კნუტ ჰამსუნი (ნორვ. Knut Hamsun; ნამდვილი გვარი პედერსენი; დ. 4 აგვისტო, 1859, ლომი ― გ. 19 თებერვალი, 1952, ნორჰოლმი) — ნორვეგიელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1920).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ხელმოკლე გლეხის ოჯახში. 14 წლიდან ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას, მრავალი პროფესია გამოიცვალა, ბედის საძებნელად ორჯერ იყო ამერიკაში. 1898 იმოგზაურა ფინეთში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, იყო კავკასიაში, კერძოდ საქართველოში. ამ მოგზაურობის ერთგვარი მხატვრული ანგარიში იყო პიესა "დედოფალი თამარი" და შთაბეჭდილებები "ზღაპრულ ქვეყანაში" (1903). 1918 სამუდამოდ დასახლდა ნორჰოლმში. ჰამსუნის ადრეულ შემოქმედებაში აშკარაა ბ. ბერნსონის, ხოლო მოგვიანებით - დოსტოევსკის, ნიცშესა და სტრინდბერგის გავლენა.

ჰამსუნი იმთავითვე დაუპირისპიედა ნატურალიზმს თავისი ფანტაზიითა და ფსიქოლოგიური ანალიზით; ამავე დროს, მის ნაწარმოებებში აშკარად ჩანს სინამდვილის ეროტულგრძნობადი აღქმა-წვდომა, ბუნების ექსტაზური განცდა-შეგრძნება. ჰამსუნის რომანებში გამოხატულია ქვეცნობიერი სულიერი ცხოვრების უწვრილმანესი ნიუანსები. მისი თხრობის ხელოვნება ახდენს ყველა იმ სტილური საშუალების სინთეზირებას,რომელიც მოპოვებულია ნატურალიზმიდან მოყოლებული იმპრესიონიზმის ჩათვლით და ჰამსუნის ნაწარმოებებს განუმეორებელ მიმზიდველობას სძენს.

ჰამსუნმა პირველი დიდი პოპულარობა მოიპოვა მოთხრობით "შიმშილი" (1890), რომელიც ნორვეგიულ ლიტერატურაში თავისებურ გადატრიალებას მოასწავებდა როგორც თემატურ-მოტივური, ისე სტილურ-მითოლოგიური თვალსაზრისით: ნაწარმოები ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და იშვიათი ნიმუშია ამბივალენტური, შინაგანად წინააღმდეგობრივი, უკიდურესად ზეგრძნობიერი ადამიანის სულიერი ცხოვრების ასახვისა. ჰამსუნის საუკეთესო რომანებიდან მიჩნეულია "მისტერიები" (1892), "პანი" (1894), "ვიქტორია" (1898), "მიწის მადლი" (1917, ნობელის პრემია, 1920) და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჰამსუნი იმთავითვე გერმანოფილობას ამჟღავნებდა, ამასთან, იგი პირველად გერმანიაში აღიარეს მსოფლიო მასშტაბის მწერლად, II მსოფლიო ომის დროს კი მან აშკარად გამოავლინა თავისი სიმპატიები ნაციზმის მიმართ. 1945 ჰამსუნს ნორვეგიაში სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალდებად და დააპატიმრეს, შემდეგ კი ღრმა მოხუცებულობის გამო სასჯელი ფულადი ჯარიმით შეუცვალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ბიბლიოგრაფიული

თხზულებები

სხვა

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ferguson, Robert. 1987. Enigma: The Life of Knut Hamsun. Farrar, Straus and Giroux.
  • Haugan, Jørgen. 2004. The Fall of the Sun God. Knut Hamsun - a Literary Biography Oslo: Aschehoug.
  • Humpal, Martin. 1999. The Roots of Modernist Narrative: Knut Hamsun's Novels Hunger, Mysteries and Pan. International Specialized Book Services.
  • Kolloen, Ingar Sletten. 2009. Knut Hamsun: Dreamer and Dissident . Yale University Press. ISBN 978-0-300-12356-2
  • Larsen, Hanna Astrup. 1922. Knut Hamsun Alfred A. Knopf.
  • Shaer, Matthew. 2009. Tackling Knut Hamsun. Review of Sletten, Dreamer and dissenter and Žagar, The dark side of literary brilliance. In Los Angeles Times, 25 October 2009.
  • D'Urance, Michel. 2007. Hamsun. Editions Pardès, Paris, 128 p.