პერ ლაგერკვისტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერ ლაგერკვისტი
დაბ. თარიღი 23 მაისი 1891
დაბ. ადგილი ვაკშე, შვედეთი
გარდ. თარიღი 11 ივლისი 1974
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, ესსეისტი
ეროვნება შვედი
ჟანრი მოთხრობები, რომანები

პერ ლაგერკვისტი (შვედ. Pär Lagerkvist; 23 მაისი, 189111 ივლისი, 1974) — შვედი მწერალი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პრემია შემდეგი ფორმულირებით მიიღო: "მხატვრული ძლიერებისა და მწერლის თავისუფალი განსჯისათვის, რომელიც კაცობრიობის წინაშე მდგარ მარადიულ კითხვებზე ეძიებდა პასუხებს". ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა ლექსებითა და ნოველების კრებულით „ხალხი“ (1912). I მსოფლიო ომმა განაპირობა პესიმისისტური მოტივები მისი ნოველების კრებულში „რკინა და ადამიანები“ (1915), ექსპრესიონისტული ლექსების კრებულებში „შიში“ (1916), „ქაოსი“ (1919) და სხვა. ლაგერკვისტის პიესებში „უკანასკნელი ადამიანი“ (1917), „მარადი ღიმილი“ (1920), „უჩინარი“ (1923) და სხვა. სინამდვილე წარმოდგენილია აბსურდად და ქაოსად, ხოლო ბოროტება განყენებულ მეტაფიზიკურ საწყისად. რეალისტური ტენდენცია შეიმჩნევა სატირული ნოველების კრებულში „ბოროტი საგები“ (1924) და ავტობიოგრაფიულ რომანში „სინამდვილის სტუმარი“ (1925). ლაგერკვისტს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები, პიესები, თეორიული ნაშრომები და სხვა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • Människor (1912)
  • Ordkonst och bildkonst (1913)
  • Två sagor om livet (1913)
  • Motiv (1914)
  • Järn och människor (1915)
  • Ångest (1916)
  • Sista människan, პიესა ("უკანასკნელი კაცი", 1917)
  • Teater (1918)
  • Himlens hemlighet, პიესა ("ზეცის საიდუმლო", 1919)
  • Kaos (1919)
  • Det eviga leendet, სამი ამბავი ("მარადი ღიმილი", 1920)
  • Den lyckliges väg (1921)
  • Den osynlige, პიესა (1923)
  • Onda Sagor (1924)
  • Gäst hos verkligheten ("სინამდვილის სტუმარი", 1925)
  • Hjärtats sånger (1926)
  • Det besegrade livet (1927)
  • Han som fick leva om sitt liv, პიესა ("სიცოცხლედაშრეტილი კაცი", 1928)
  • Kämpande ande (1930)
  • Konungen, პიესა ("მეფე", 1932)
  • Vid lägereld (1932)
  • Bödeln, პიესა (1933)
  • Den knutna näven ("The Clenched Fist", 1934)
  • I den tiden ("ვადებში", 1935)
  • Mannen utan själ, პიესა("უსულო კაცი", 1936)
  • Genius (1937)
  • Seger i mörkret, პიესა (1939)
  • Den befriade människan (1939)
  • Sång och strid (1940)
  • Midsommardröm i fattighuset, პიესა ("Midsummer's Dream in the Workhouse", 1941)
  • Hemmet och stjärnan (1942)
  • Dvärgen ("The Dwarf", 1944)
  • De vises sten, პიესა ("The Philosopher's Stone", 1947)
  • Låt människan leva, play ("დაე, კაცმა იცხოვროს", 1950)
  • ბარაბა (1950, ეკრანიზებულია 1953, 1962)
  • Aftonland ("საღამოს მიწა", 1953)
  • Sibyllan ("სიბილა", 1956)
  • Ahasverus död ("The Death of Asahuerus", 1960)
  • Pilgrim på havet ("პილიგრიმობა ზღვასთან", 1962)
  • Det heliga landet ("წმინდა მიწა", 1964)
  • Mariamne ("ჰეროდე და მარიამი", 1967)
  • Antecknat (დღიურები და შენიშვნები, 1977)
  • Den svåra resan (დაიწერა 1926, გამოიცა 1985)

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Fulvio Ferrari, introduction to Italian edition of Gäst hos verkligheten and Det eviga leendet, Oscar Narrativa #1242, Mondadori, Milan, June 1992
  • Everett M. Ellestad, "ლაგერკვისტი და კუბიზმი: თეორიისა და პრაქტიკის კვლევა," სკანდინავიური ნარკვევები 45 (1/1973), S. 38–53.