მოხუცი და ზღვა
მოხუცი და ზღვა (ინგლ. The Old Man and the Sea) არის ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობა, რომელიც დაიწერა კუბაში 1951 წელს, ხოლო გამოქვეყნდა - 1952-ში. ეს არის ავტორის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები. მოთხრობისთვის ავტორს ნობელის პრემია მიანიჭეს[1][2]
[რედაქტირება] კრიტიკა
კრიტიკამ სულ სხვადასხვაგვარი შეფასება მისცა ამ მოთხრობას. ზოგი მასში მარტოობის ტანჯვისა და ტრაგედიის სიმბოლოს ხედავს, ზოგს კი იგი გმირობისა და მამაცობის საწყისად მიაჩნია. ეს ალეგორიული ნაწარმოებია. მოთხრობის მთავარი გმირი, მოხუცი სანტიაგო, თითქოს მართლაც განიცდის მარცხს, მთელი ოთხმოცდახუთი დღის ტანჯვისა და წანწალის შემდეგ უშველებელ თევზს გადაეყრება, რის ვაივაგლახით დაიჭერს, მაგრამ საბოლოოდ ზვიგენები წაართმევენ, თვითონ კვლავ ხელცარიელი ბრუნდება შინ, მშიერი და გაწამებული. ამის მიუხედავად, ეს მოთხრობა მაინც ადამიანის უძლეველობასა და სულის გაუტეხლობას უმღერის. მისი ფინალი მაინც საოცრად ოპტიმისტურია და ამით განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისაგან. საინტერესოა თვითონ ჰემინგუეის სიტყვები ამ მოთხრობის შესახებ:
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ (November 8, 1954) „Heroes:Life with Papa“. Time. წაკითხვის თარიღი: 2009–12–12.
- ↑ The Nobel Prize in Literature 1954. Nobelprize.org. წაკითხვის თარიღი: 2009-10-04.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ერნესტ ჰემინგუეი - ტომი IV, "ლიტერატურა და ხელოვნება", თბილისი, 1965, 342-343 გვ.