ბუდენბროკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი გამოცემა

ბუდენბროკებითომას მანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანი. ამ რომანში მოთხრობილია ერთი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრება და მათი გადაშენების ამბავი. ბუდენბროკების ოჯახის ისტორია მკითხველისათვის თავიდანვე ცნობილია ქვესათაურით „ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი“. რომანი თომას მანის სიცოცხლეში გამოიცა ათასორასჯერ. ის არის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ნათარგმნი, ასევე მას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს კლასიკურ ლიტერატურაში. თავად თომას მანი ამ წიგნს იუმორით გაჟღენთილ წიგნს უწოდებდა. იგი ამ წიგნის გმირებზე ასე წერდა: „რომანის პერსონაჟები ნაწილობრივ ცოცხალი პიროვენებების მიხედვით არიან შექმნილნი, რადგან მე სხვადასხვა სახის მშობლიური მოგონებანი იმ ადამიანებსა და ურთიერთობებზე, რომლებსაც კი ჩემს მგრძნობიარე ყრმობაზე შთაბეჭდილება მოუხდენია, მათ შორის პატივსაცემიც და სასაცილოც, ჩემს რომანში ასე თუ ისე გავაცოცხლე“.

რომანის დაწერა თომას მანს სკანდინავიური საოჯახო რომანებისა და ძმები გონკურების „რენე მოპერინის“ კითხვამ შთააგონა. რომში ძმები გონკურების რომანის კითხვისას მანს გაუჩნდა იდეა, რომ მასაც შეეძლო გერმანული სინამდვილის ფონზე მსგავსი რომანი შეექმნა. ასევე ნიმუშად გამოადგა სკანდინავიური საოჯახო რომანები, ვინაიდან მათში ასახული სავაჭრო ქალაქების ყოფა ახლოს იდგა მისთვის ახლობელ ლიუბეკისეულ სინამდვილესთან. რომანის ფორმატი თომას მანს კილანდისა და იონას ლის რომანებმა უკარნახა. რომანი 15 თავისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი და 250 გვერდს არ უნდა ასცილებოდა.

ოჯახის დაკნინებისა და გადაშენების თემა ნატურალისტების საყვარელი თემაა და იგი ევროპული რომანტიკისათვის ახალი თემა არ იყო, მაგრამ „ბუდებროკებში“ ეს თემა ნატურალისტური რომანებისგან განსხვავებულად ვითარდება, სხვაგვარადაა გადაწყვეტილი და დასაბუთებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]