ფრედერიკ მისტრალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფრედერიკ მისტრალი (დ. 8 სექტემბერი, 1830, მეიანი, ბუშ-დიურონის დეპარტი — გ. 25 მარტი, 1914, იქვე) — ფრანგი პოეტი, თხზულებებს უმეტესად ოქსიტანურ (პროვანსულ) ენაზე წერდა. ნობელის პრემიის ლაურეატი (1904). ფელიბრების წრის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო, რედაქტორობდა მის ალმანახს. პირველი ლექსები 1852 გამოაქვეყნა პროვანსულ ანთოლოგიაში „პროვანსელები“.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 17, თბ., 1984 წელი.